2012 წლის არჩევნები

პრეზიდენტი: 2012 წლის 1 ოქტომბერი ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციის დასაწყისია

გიორგი მარგველაშვილი
argumenti.ge
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ორი წლის წინ, "დემოკრატიული არჩევნების შედეგად საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის პოლიტიკური ცვლილება განხორციელდა - ხელისუფლება პირველად შეიცვალა მშვიდობიანი გზით".
გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, "2012 წლის 1 ოქტომბერი ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციის დასაწყისია" და იგი მუდმივ განვითარებას საჭიროებს.
 
"აუცილებელია, განვაგრძოთ და გავაღრმავოთ დემოკრატიული პროცესები. მხოლოდ ამგვარად შეიძლება საზოგადოებრივი ცხოვრება განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს, სრულფასოვნად დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, რეალობად ვაქციოთ მომავლის ხედვა, რომელმაც ორი წლის წინ გაგვაერთიანა", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
 
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა.

კომენტარები