დავოსის ეკონომიკური ფორუმი

კობახიძე: ეკონომიკურ ფორუმებზე უმჯობესია, პრემიერი იყოს წარმოდგენილი

ეკონომიკურ საკითხებში, მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, მთავარი ფუნქცია მაინც... მთავარი პასუხისმგებლობა უფრო სწორად, ჩემი აზრით, ეკისრება პრემიერმინისტრს. ჩემი პირადი მოსაზრები ასეთია, რომ მე ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის ფორუმებზე უმჯობესია, რომ პრემიერი იყოს წარმოდგენილი. თუმცა, მე არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ შემთხვევაში პრემიერმინისტრი, ან, გნებავთ, პრეზიდენტი. მთავარია, რომ ქვეყანა სათანადოდ იყოს წარმოდგენილი.

განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მანანა კობახიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევაზე.

კომენტარები