საქართველო-თურქეთი

მარგველაშვილმა და ერდოღანმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

გიორგი მარგველაშვილი
facebook.com/Margvelashvili

საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის უკრაინის კრიზისთან და ე. წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული თემები განიხილეს, - ამის შესახებ თურქეთში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ჩემ თურქ კოლეგასთან ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, ქართულ-თურქული ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული პროექტების გაღრმავების საკითხებზე, იმ წამოწყებული პროექტების გაგრძელებაზე, რომლებიც რეალურად რეგიონის სტაბილურობისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ჩვენ ვისაუბრეთ იმ უსაფრთხოების გარემოზე, რომელიც შექმნილია უკრაინასთან მიმართებაში და ISIS-ის (ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო) თემებზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, მხარეები სამომავლო კოორდინაციასა და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

კომენტარები