კოსმოსი

პირველმა ინდურმა თანამგზავრმა მარსს მიაღწია

AP

CNN-ის ცნობით, ინდურმა თანამგზავრმა Mangalyaan-მა მარსის ორბიტაზე უკვე დაიკავა მისთვის განსაზღვრული ადგილი. ინდოეთი პირველი აზიური ქვეყანა გახდა, რომელმაც წითელი პლანეტის ორბიტის ათვისება დაიწყო.

ამ დრომდე მარსს მხოლოდ აშშ-ის, საბჭოთა კავშირისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს კუთვნილმა ხომალდებმა მიაღწიეს.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთმა მარსის მისია სხვებთან შედარებით გაცილებით უფრო იაფად, $74 მილიონად განახორციელა. ამავე კვირას მარსის ორბიტაზე ამერიკული თანამგზავრი Maven-იც განთავსდა. ის NASA-ს ბიუჯეტს $671 მილიონი დაუჯდა, რაც ინდურ Mangalyaan-ის მისიაზე დაახლოებით 10-ჯერ მეტია.

ინდოეთის კოსმიური კვლევების ორგანიზაცია ISRO-მ უკვე მიიღო მრავალი მილოცვა, მათ შორის NASA-სგანაც, Twitter-ის მეშვეობით.

მარსზე დღეისათვის სულ 51 მისიაა განხორციელებული, რომლიდანაც 21 წარუმატებლად დასრულდა. ამჟამად პლანეტის ზედაპირს ამერიკული რობოტი Cuiriosity იკვლევს.

კომენტარები