აშშ-საქართველოს ურთიერთობები

ფანჯიკიძე: გამოვრიცხავ საწვრთნელი ბაზის შექმნას საქართველოში

ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ანტიტერორისტულ ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობა იქნება მხოლოდ ჰუმანიტარული ხასიათის. კატეგორიულად გამოვრიცხავ რაიმე სახის სამხედრო მონაწილეობას და ასევე საწვრთნელი ბაზის შექმნას - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. 

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კომენტარი სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ბაზით უზრუნველყოფის შესახებ მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკულმა გამოცემამ Foreign Policy ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომელსაც აშშ-ში საქართველოს ელჩი, არჩილ გეგეშიძე უდასტურებს.

მოგვიანებით, ელჩმა ეს ინფორმაცია უარყო და ჟურნალისტის შეცდომას მიაწერაროგორც ჩანს უცხოურ მედიაშიც არსებობს კვალიფიკაციის პრობლემა, რადგან ჟურნალისტმა ასეთი უზუსტობა დაუშვა. მან ციტატის სახით მოიყვანა ჩემი აზრი, რომელიც მე არ გამომიხატავს, - განმარტა გეგეშიძემ. 

დღესვე, სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო განცხადებასავრცელებს იმის თაობაზე, რომ საქართველო აშშ-ს სირიელი მეამბოხეების საკუთარ ტერიტორიაზე გაწვრთნას სთავაზობს სიმართლეს არ შეესაბამება და რომ კოალიციის ფარგლებში საქართველოდან არც სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა და არც საწვრთნელი ცენტრის შექმნა არ იგეგმება.

უშიშროების საბჭოს გარდა განცხადება თავდაცვის სამინისტრომაც გააკეთა, სადაც გავრცელებული ინფორმაცია უარყოფილი არ არის. 

კომენტარები