აღმოსავლეთ უკრაინა

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკა საკუთარ არჩევნებს 2 ნოემბერს ჩაატარებს

ალექსანდრ ზახარჩენკო
telegraph.co.uk

თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პრემიერის ალექსანდრ ზახარჩენკოს თქმით, არჩევნები ადგილობრივ პარლამენტში 2 ნოემბერს ჩატარდება, რომელშიც ე.წ. რესპუბლიკის ხელმძღვანელს აირჩევენ. მისივე განმარტებით, უმაღლეს რადაში 7 დეკემბერს დანიშნულ არჩევნებს დონეცკში არ აღიარებენ. 

შეგახსენებთ, რომ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების განსაკუთრებული სტატუსის შესახებ კანონი უმაღლესმა რადამ 16 სექტემბერს მიიღო. ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის მიხედვით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარკვეულ რაიონებში ადგილობრივი არჩევნები 2014 წლის 7 დეკემბერს ჩატარდება. დროებითი რეჟიმი 3 წლის ვადით დამყარდება. სახელმწიფო უზრუნველყოფს რუსულისა და სხვა ენების თავისუფალ გამოყენებას. რაიონების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება.

კომენტარები