აღმოსავლეთ უკრაინა

მარიუპოლში ვითარება კვლავ დაძაბულია

http://www.geschichteinchronologie.ch/

უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში, დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში 27 ადამიანი დაიღუპა.. აქედან 1 პოლიციელი დღეს სეპარატისტებსა და უკრაინელ ძალოსნებს მომხდარი შეტაკების დროს დაიღუპა. ანტიტერორისტული ოპერაციის განმავლობაში, მარიუპოლში 9 მაისს 7 უკრაინელი ძალოვანი დაიღუპა და 39 დაიჭრა. ოპერაციის განმავლობაში 20 ამბოხებულის ლიკვიდაცია მოხდა.  უკრაინის ხელისუფლებით ცნობით, ოთხი ტერორისტი დაკავებულია. ამ დროისათვის მარიუპოლის ამბოხებულებს მძევლად ყავთ მარიოპულის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ვალერი ანდროშჩუკა. 

ვითარება ქალაქში ამ დრომდე დაძაბულია. 

კომენტარები