საბანკო სექტორი

რუსეთი შესაძლოა ფულადი გადარიცხვების სისტემა SWIFT-დან გამოთიშონ

უკრაინაში შექმნილი კრიზისის გამო რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებს კიდევ ერთი, საერთაშორისო ფულადი გადარიცხვების სისტემა SWIFT-იდან მისი გამოთიშვაც შეიძლება დაემატოს. შედეგად, რუსეთიდან საერთაშორისო ფულადი გადარიცხვები შესაძლოა გართულდეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განმარტა, რომ სანქციები საქართველოზე ხელშესახებ გავლენას არ იქონიებს.

SWIFT-ი ფინანსური ტელეკომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისტემაა. ის 209 ქვეყნაში ყოველდღიურად დაახლოებით 10 000 ფინანსურ დაწესებულებას შორის ახორციელებს ფინანსურ გადარიცხვებს.

კომენტარები