ზურაბ ჟვანიას საქმე

სასამართლომ Hakim pasha-ს გავრცელებული ვიდეომასალა მტკიცებულებად ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ hakim pasha-ს სახელით გავრცელებული ვიდეომასალა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებად დაუშვა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სანდოძემ ექსპერტ ლევან ჩაჩუას პროცესზე მიიღო. მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რომელიც მოითხოვდა, აღნიშნული ვიდეომასალა მტკიცებულებად არ ეცნოთ. მოსამართლის განმარტებით, მტკიცებულება კანონის დაცვით არის მოპოვებული და არ არსებობს რაიმე გარემოება, რის გამოც მასალა საქმეზე არ უნდა დაიშვას.

გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟი, სათაურით Saakashvili killed Mr. zurab zhvania (სააკაშვილმა მოკლა ბატონი ჟვანია) Youtube-ზე 19 მარტს ატვირთეს. ვიდეოს ავტორი ცხედრებზე, სავარაუდოდ, სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებების არსებობაზე მიუთითებს. ვიდეო hakim pasha-მ ატვირთა, რომელსაც Youtube-ზე სხვა ვიდეო არასდროს დაუდია. საქართველოს პროკურატურამ ტაბულას უთხრა, რომ ზურაბ ჟვანიას შესახებ გავრცელებული კადრები ავთენტურია, ვინაიდან მსგავსი კადრები საქმის მასალებში მოიპოვება.

კომენტარები