სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

მედვედევი: ევროპას ძვირად დაუჯდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები

ევროპას ძვირად დაუჯდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები - ამის შესახებ რუსეთის პრემიერმინისტრმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა.

"სანქციები ადრე თუ გვიან შეწყდება, მაგრამ რუსეთის ევროპელი პარტნიორები, რომელთაც დატოვეს რუსული ბაზარი, ვეღარ დაბრუნდებიან უკან, რადგან მათი ადგილი რუს ან სხვა უცხოელ მეწარმეებს ექნებათ დაკავებული" - განაცხადა დმიტრი მედვედევმა.

რუსეთის პრემიერმინისტრის განცხადებით რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობის დალაგების შემთხვევაში, რუსეთის ბაზარზე მყოფ აზიელ და ლათინოამერიკელ მეწარმეების ბიზნეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები