ომი უკრაინაში

აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მემორანდუმს ხელი მოეწერა

მინსკში აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მხარეები კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმდნენ. ცხრაპუნქტიანი დოკუმენტი 30 კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნას, რეგიონიდან დაქირავებული სამხედროების გაყვანას, ასევე სამხედრო ტექნიკის განლაგებისა და ფრენების აკრძალვას მოიცავს.

19 სექტემბერს, მინსკში, უკრაინის თაობაზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, რუსეთის ელჩი უკრაინაში მიხეილ ზურაბოვი, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის ოფიციალური წარმომადგენელი ჰეიდი ტალიავინი, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ლიდერები ესწრებოდნენ.

მინსკში, საკონტაქტო ჯგუფის პირველი შეხვედრა 5 სექტემბერს გაიმართა, რომელზეც მხარეებმა ხელი მოაწერეს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის პროტოკოლს.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონეცკში რიგით მესამე ე.წ. რუსული "ჰუმანიტარული დახმარების" კოლონა შევიდა.

კომენტარები