კომუნიკაციები

ორმოცამდე კერძო გადამზიდავმა შესაძლოა საქართველოს ბაზრი დატოვოს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებული ფოსტისა და გადამზიდავების შესახებ კანონის ახალი რედაქციით ძალაში შესვლის შემთხვევაში, ორმოცამდე კერძო გადამზიდავი საქართველოს ბაზარს დატოვებს. ამ საკითხის შესახებ გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებმა და საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველომ დღეს ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს, საერთაშორისო გამჭივრვალობა საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

თავის მხრივ, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეების მხრიდან მოწოდებული რეკომენდაციები გასათვალისწინებელი იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციისა და გადამზიდავების შეშფოთებას საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე უსაფუძვლოდ მიიჩნევს და განმარტავს, რომ კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მთელი მოსახლეობის უზრუნველყოფას საფოსტო მომსახურებით და რომ კანონპროექტი არ და ვერ ზღუდავს ფულად გზავნილებს.  

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის შევა კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად, ჯერ ცნობილი არ არის. 

კომენტარები