ომი უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კანადას ეწვია

www.telegraph.co.uk

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კანადას ეწვია, სადაც სენატისა და თემთა პალატის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ასევე დაგეგმილია შეხვედრები კანადის პრემიერ სტივენ ჰარპერთან და გენერალ-გუბერნატორ დევიდ ჯონსტონთან.

პოროშენკოს ვიზიტამდე კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. კანადის საზღვრის გადაკვეთა რუსეთის არმიის ოთხ უფროს ოფიცერს აეკრძალა, ეკონომიკური სანქციები დაეკისრა შეიარაღების მწარმოებლებსა და რუსულ ბანკ “სბერბანკს“.

18 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა, სადაც  პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან, ვიცეპრეზიდენტ ჯოსეფ ბაიდენთან, წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ჯონ ბეინერთან და გენერალურ მდივან ჯონ კერისთან შეხვედრებს გამართავს. პოროშენკო ასევე კონგრესის პალატათა ერთობლივ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები