ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: ეს არის დღევანდელი მედია, არ იცოდნენ სიტყვა ”მიჭირხვნა"

დღევანდელი მედია რომ აღვწერო, პატარა მაგალითს მოგიყვანთ: ოდესღაც მე გამოვიყენე სიტყვა ”მიჭირხვნა” და ჟურნალისტებმა გაიგეს ”მიჯირყვნა”. მას შემდეგ ორჯერ განვმარტე, რომ გამოვიყენე ”მიჭირხვნა”, მაგრამ დღესაც ჟურნალისტების დიდი ნაწილი ”მიჯირყვნას” იყენებს. აი, ეს არის დღევანდელი მედია. არ იცოდნენ  სიტყვა ”მიჭირხვნა. გაიგეს, მაგრამ იმავეს აგრძელებენ. უფრო ზუსტად, არ გაიგეს, არ უნდათ, გაიგონ - ეს მედიის დიდ ნაწილს ეხება. არ იფიქროთ, რომ თუნდაც ეს განმარტებაც უშველის საქმეს, ისევ გააგრძელებენ იმავეს.

კომენტარები