უკრაინის კრიზისი

უკრაინა შესაძლოა ბირთვული სტატუსის დაბრუნებაზე დაფიქრდეს

თუ უკრაინა დასავლეთისგან რუსული აგრესიის წინააღდეგ სრულყოფილ მხარდაჭერას ვერ მიღებს, იძულებული იქნება ბირთვული სტატუსის აღდგენის საკითხს დაუბრუნდეს. ამის შესახებ, უკრაინული გამოცემის InfoResist ცნობით, 14 სექტემბერს პრესკონფერნციაზე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ვალერი გელეტეიმ განაცხადა.

„მე უკვე ვამბობდი, რომ რუსეთი ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოიყენებით გვემუქრებოდა. თუ დღეს ვერ შევძლებთ უკრაინის დაცვას, თუ მსოფლიო არ დაგვეხმარა, იძულებული ვიქნებით ამ იარაღის შექმნას დავუბრუნდეთ, რომელიც რუსეთისგან დაგვიცავს", - განაცხადა გელეტეიმ.

1994 წელს უკრაინამ უარი თქვა საბჭოთა კავშირისგან დარჩენილ ბირთვულ არსენალზე და ხელი მოაწერა ბუდაპეშტის მემორანდუმს, რომლის თანახმად, ატომური იარაღის დათმობის სანაცვლოდ, აშშ, დიდი ბრიტანეთი და რუსეთი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის და ქვეყნის უსაფრთხოების ხელშეწყობის ვალდებულებას იღებდნენ.

კომენტარები