უკრაინის კრიზისი

ვალერი გალეტეი: NATO-ს ქვეყნებისგან შეიარაღების მიღება დავიწყეთ

ვალერი გალეტეი
მაქსიმ ნიკიტინი / ITAR-TASS

უკრაინის თავდაცვის მინისტი ვალერი გალეტეიმ უკრაინული არხის, მეხუთე არხის ეთერში ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინამ NATO-ს ქვეყნებიდან შეიარაღების მიღება დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ITAR-TASS ავრცელებს. 

მე შევხვდი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს დახურულ კარებს უკან. მათ ესმით ჩვენი. ისინი ჩვენ შეიარაღებას მოგვაწვდიან - თქვა გალეტეიმ. 

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 7 სექტემბერს თქვა, რომ NATO-ს წევრი ქვეყნები უკრაინას შეიარაღებს მიაწვდიან. 

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველმა, იური ლუცენკომ სოციალურ ქსელში 7 სექტემბერს სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ის წერს, რომ დასავლური ქვეყნები, ისეთი როგორიც არის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი და ნორვეგია თანახმანი არიან სამხედრო მრჩევლები და თანამედროვე შეიარაღება გადასცენ უკრაინას.

7 სექტემბერს, ამის საპასუხოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, პოლონეთმა და ნორვეგიამ ინფორმაცია უარყვეს. საფრანგეთმაც უარი თქვა კომენტირებაზე. 

კომენტარები