NATO

ლეანკა: მოლდოვა არ აპირებს შეუერთდეს NATO-ს

მოლდოვას პრემიერმინისტრი იურიე ლეანკა
REUTERS
მოლდოვას არ აპირებს შეუერთდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და შეინარჩუნებს იმ ნეიტრალურ სტატუსს, რომელიც კონსტიტუციაშია გაწერილი - ამბობს მოლდოვას პრემიერმინისტრი იურიე ლეანკა რუსულ საინფორმაციო სააგენტო ITAR-TASS-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. 
 
ჩვენი ნეიტრალიტეტი ერთერთი მთავარი ბერკეტია ტრანსნისტრიის კონფლიქტის პრობლემის გადაწყვეტაში. რუსეთს არ აქვს მიზეზი ღელავდეს უსაფრთხოებაზე. მოლდოვას სიახლოვე ევროკავშირთან არ არის რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებისთვის საშიში - ამბობს ლეანკა. 
 
მთავრობის მეთაურის თქმით მოლდოვა არ აპირებს მოახდინოს დაძაბულობის პროვოცირება. 

კომენტარები