ნედლეული

ნავთობის ფასის შემცირება რუსეთის ეკონომიკას დამატებითი წნეხის ქვეშ აქცევს

მარკ ბლინჩი / REUTERS

ნედლი ნავთობის ფასი 1.2%-ით შემცირდა და ნიუ იორკის ნედლეულის ბირჟაზე $91.67-მდე დავიდა. 

ნავთობის ფასის შემცირება ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზებს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, მოთხოვნა ნავთობზე დაიწევს. ამის ერთ-ერთ მიზეზად ჩინეთის და ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის ზრდის ნელი ტემპები სახელდება. 

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასაწესებელი სანქციების ფონზე, ნავთობის დაბალი ფასი კიდევ ერთი დარტყმა იქნება რუსეთის ეკონომიკისათვის, რადგან რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ნავთობიდან მიღებულ შემოსავალზეა გათვლილი. 

განვითარებული მოვლენების ფონზე, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEC) რუსული ნავთობის მიწოდების მოლოდინი მომავალი წლისთვის შეამცირა, რამაც რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პერსპექტივაც 2014 წლისთვის 0.3%-მდე დაიყვანა, 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი 1.1% გახადა.  

კომენტარები