აზერბაიჯანი-საქართველო

საქართველოს დელეგაცია პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს მთავრობა

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერმინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დელეგაციას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცეპრემიერი აბიდ შარიფოვი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აზერ ჰუსეინი დახვდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გამართა, შემდეგ კი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციას გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ის პროექტები განიხილეს, რომელსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ, უფრო კონკრეტულად კი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენსა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენზე ისაუბრეს. 

კომენტარები