ომი უკრაინაში

რუსეთი უკრაინას და ევროკავშირს ასოცირების შეთანხმების შეცვლას სთხოვს

რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კრიზისი უკრაინაში დასავლეთს მიერ არის პროვოცირებული.

როგორც ვლადიმირ პუტინმა დღეს განაცხადა, კრიზისი დასავლელმა პარტნიორებმა ხელოვნურად შექმნეს და ახლა მას NATO-ს სამხედრო ბლოკის რეანიმაციისთვის იყენებენ. რუსეთი უკრაინისა და ევროკავშირისგან ასოცირების შესახებ შეთანხმების შეცვლას მოითხოვს. მოსკოვის წინადადებების თანახმად, ევროკავშირთან ასოცირებამ ხელი არ უნდა შეუშალოს უკრაინას, შევიდეს საბაჟო კავშირში და მონაწილეობა მიიღოს სხვა ინტეგრაციულ გაერთიანებებში.

უკრაინის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, რუსული ჯარების 70 პროცენტმა უკრაინის ტერიტორია უკვე დატოვა. პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმება სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას ან ქვეყნის ფედერალიზაციას არ ითვალისწინებს. რუსი სამხედროები და პრორუსი სეპარატისტები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ისევ არღვევენ.

კომენტარები