გაეროს გენერალური ასამბლეა

სუბარი: ესაა ფორმატი, სადაც ინგლისის დედოფალი არასდროს ყოფილა, მიდის პრემიერი

ეს არის ის ფორმატი, სადაც მთავრობის მეთაურები მიდიან. ვთქვათ, სიტყვაზე, თანამეგობრობის ხელმძღვანელი, ინგლისის დედოფალი არასდროს არ ყოფილა, მიდის პრემიერი. ისევე, როგორც მიდის გერმანიის კანცლერი და არა, ვთქვათ, გერმანიის პრეზიდენტი. აქამდე მიდიოდა პრეზიდენტი იმიტომ, რომ ქვეყანა იყო საპრეზიდენტო რესპუბლიკა, საპრეზიდენტო მოწყობა იყო, დღეს არის საპარლამენტო ქვეყანა, შესაბამისად, მთავრობის მეთაური არის ის პოლიტიკოსი, ის ფიგურა, ვინც განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების კურსს და ახორციელებს ამ კურსს, ასე რომ, ბუნებრივია, როგორც სხვა ქვეყანაში ხდება, იგივე უნდა გაკეთდეს ჩვენთან - მიდის მთავრობის მეთაური.

განაცხადა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. ის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრების თაობაზე პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არსებულ პოლემიკას გამოეხმაურა.

კომენტარები