კრიზისი უკრაინაში

ამერიკელი სენატორები უკრაინის პრეზიდენტის კონგრესში მიწვევას ითხოვენ

Reuters

ამერიკელი სენატორები რობერტ მენენდესი და ბობ კორკერი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს კონგრესის 18 სექტემბრის სესიაში მონაწილეობას ითხოვენ. მათ  აშშ-ის კონგრესის სპიკერს ჯონ ბონერს წერილით უკვე მიმართეს.

"გვჯერა, რომ კონგრესის ყველა წევრისთვის მნიშვნელოვანია, მოუსმინოს უკრაინის პრეზიდენტს ამ მნიშნელოვან მომენტში, რომელიც გადამწყვეტია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ რუსეთისა და ცივი ომის შემდგომი საერთაშორისო რეჟიმისთვის", - აღნიშნავენ სენატორები.

წერილში ხაზგასმულია ის რთული ვითარება, რომელშიც დღეს უკრაინელი ხალხი იმყოფება. ავტორები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი პუტინი საფრთხეს უქმნის იმ ფუნდამენტს, რაზეც ცივი ომის შემდეგ ევროპის მშვიდობა და სტაბილურობა იდგა.

"რუსეთი, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მეთაურობით, საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების არქიტექტურის იმ ფუნდამენტს, რომელიც ხელს უწყობდა ევროპის კონტინენტზე მშვიდობასა და სტაბილურობას ცივი ომის დასრულების შემდეგ. პრეზიდენტი პოროშენკო კონფლიქტის ფრონტის ხაზზე იმყოფება, რათა განსაზღვროს უკრაინის ბედი და მომავალი საერთაშორისო წესრიგი", - წერენ სენატორები.

კომენტარები