ომი უკრაინაში

ბესესკუ: რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში რუმინეთს სამოქმედო გეგმა გააჩნია

www.nasul.tv

NATO-ს ქვეყნებს გააჩნიათ სამოქმედო გეგმა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მათზე თავდასხმას გადაწყვეტს, - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბესესკუმ განაცხადა.

„სამიტამდე რუმინეთსა და ბულგარეთს ასეთი გეგმა არ გააჩნდა, რადგან ეს ორი ქვეყანა არ შედიოდა კრიზისის ზონაში. სამიტის შემდეგ განსხვავება ისაა, რომ რუმინეთს აქვს გეგმა მოულოდნელ გარემოებებში მოქმედებისთვის“, - აღნიშნა ბესესკუმ.

სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო თავდასხმის სცენარს. ბესესკუს თქმით, არსებობს 0,01% ალბათობა, რომ ასეთი სცენარი განვითარდეს და როგორც ქვეყნის პირველ პირს, არ აქვს უფლება, არ გაითვალისწინოს რეგიონში არსებული უსაფრთხოების კრიზისი.

ბესესკუსთვის ასეთი გეგმის არსებობის მთავარი არგუმენტი შავი ზღვის გარშემო გაყინული კონფლიქტების ჯაჭვია - აფხაზეთი, დნესტრისპირეთი, მთიანი ყარაბაღი, ყირიმი.

„ყველა ამ კონფლიქტს რუსეთი აკონტროლებს. მათი აქტივაცია რუსეთს ცალ- ცალკე ან ერთობლივად შეუძლია, ეს დესტაბილიზაცია კი რუმინეთისთვის უკიდურესად ნეგატიური შედეგებით შეიძლება დასრულდეს“, - განაცხადა ბესესკუმ.

მან ხაზი გაუსვა რუმინეთის სანაპიროდან 160 კილომეტრის დაშორებით, სევასტოპოლში რუსული სამხედრო გემების ყოფნას.

ბესესკუმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელი სეპარატისტების ლიდერმა პაველ გუბარევმა მიზნად რუმინეთის საზღვრამდე მიღწევა დაისახა. 

კომენტარები