Sea Breeze-2014

შავ ზღვაში აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივი წვრთნები იწყება

turkishnavy.net

ორშაბათს, 8 სექტემბერს, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში აშშ-ისა და უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების ერთობლივი წვრთნები ”sea Breeze - 2014“ დაიწყება - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.

წვრთნები სამი დღის განმავლობაში, 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.

„წვრთნების მიზანი კრიზისულ რაიონში ნაოსნობის უსაფრთხო ზონის დადგენისა და უზრუნველყოფისთვის საერთაშორისო ოპერაციის ჩატარებაა“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

წვრთნების მონაწილეები იმუშავებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გარკვეულ არეალებში სამოქალაქო ნაოსნობის კონტროლი, გამანადგურებელი სამხედრო გემის ძებნა და აღმოჩენა, სამეთვალყურეო ოპერაციების განხორციელება, ჩაძირული გემისთვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ.

აშშ-ისა და უკრაინის გარდა წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ ისლანდია, კანადა, რუმინეთი და თურქეთი. მეთვალყურის სტატუსით კი საკუთარი სამხედრო პერსონალი გააგზავნა საქართველომ, ნორვეგიამ, შვედეთმა და საფრანგეთმა.

წვრთნები განხორციელდება აშშ-ისა და უკრაინის სამინისტროების ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

კომენტარები