ომი უკრაინაში

პოროშენკო მარიუპოლში ჩავა

www.telegraph.co.uk

ორშაბათს, 8 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დონეცკის ოლქს ეწვევა - ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის ადმინისტრაციის პრესსამსახური აქვეყნებს.

“მოსალოდნელია, რომ ქვეყნის მეთაური მარიუპოლის სამრეწველო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას მოინახულებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კვირას ღამით რუსული მძიმე ტექნიკა მარიუპოლზე თავდასხმას სამი მხრიდან ცდილობდა. შაბათს, 6 სექტემბერს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო დაჯგუფებებმა დაარღვიეს.

კომენტარები