უკრაინის კრიზისი

რუსეთი: NATO რუსეთის საზღვრებთან სამხედრო ინფრასტრუქტურის დაახლოვებას გეგმავს

Getty Images

უკრაინის კრიზისი ერთერთი მიზეზი იყო იმ გეგმების რეალიზაციისათვის, რომელსაც NATO უკვე დიდი ხანია ამუშავებს და ეს გეგმები რუსეთის საზღვრებთან ახლოს სამხედრო ინფრასტრუქტურის არსებობას ეხება. სწორედ ეს იყო უელსის სამიტის კურსი წელს - გაფართოება აღმოსავლეთის მიმართულებით - წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

NATO - ეს არის ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა ცივი ომის პერიოდში როგორც სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია და საკუთარი გენეტიკური კოდის შეცვლა მას პრინციპულად არ ძალუძს - წერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში. 

ლავროვის უწყება წერს, რომ NATO-ს სტრატეგიული კურსი სხვადასხვა სახელმწიფოების პოლიტიკაში ჩარევაა და რომ NATO-ს პოლიტიკა განისაზღვრება ვაშინგტონისა და რამდენიმე ევროპელი ლიდერის გავლენით. 

უკრაინაში მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შინაარსი და ტონი და NATO-ს მიერ ოფიციალურ კიევთან ერთად დაგეგმილი სამხედრო საწვრთნელი მოქმედებები უკრაინაში 2014 წლის ბოლომდე, აუცილებლად გამოიწვევს დაძაბულობას და საფრთხეს შეუქმნის მშვიდობიანი პროცესების მიმდინარეობას უკრაინაში. გარდა ამისა, NATO მხარს უჭერს კიეველ ნეოფაშისტებსა და ექსტრემისტებს, მათ შორის პრავი სექტორს - წერია ოფიციალურ განცხადებაში. 

კომენტარები