ომი უკრაინაში

Интерфакс-Украина: უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პროტოკოლს ხელი მოეწერა

მინსკში, უკრაინამ, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკამ და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პროტოკოლს მოაწერეს ხელი, - ამის შესახებ ინფორმაცის Интерфакс-Украина ავრცელებს.

”ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 14-პუნქტიან პროტოკოლს. პროტოკოლი შეიცავს კონტროლის ასპექტებს, ტყვეთა გაცვლასა და სხვა საკითხებზე პუნქტებს”, - ამის შესახებ Интерфакс-Украина-ს ანონიმური წყარო აცხადებს.

ბელარუსში, მინსკში მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდნენ - უკრაინის ყოფილი (მეორე) პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, რუსეთის ელჩი უკრაინაში მიხაილ ზურაბოვი, ეუთოს წარმომადგენელი ჰაიდი ტალიავინი და ბოევიკების ლიდერები ე.წ. სახალხო რესპუბლიკებიდან.

კომენტარები