უკრაინის კრიზისი

დევიდ კამერონი: მიუღებელია რუსი სამხედროების ყოფნა უკრაინის მიწაზე

Britain's Prime Minister David Cameron speaks during a news conference at number 10 Downing Street in London
REUTERS

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა დევიდ კამერონმა უელსის სამიტის გახსნის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. კამერონმა რუსეთს შეახსენა, რომ მას მძიმე ეკონომიკური სანქციები ემუქრება, თუ არ დაასრულებს დესტაბილიზაციას უკრაინაში.

კემერონის თქმით, მისთვის მიუღებელია უკრაინის მიწაზე რუსი სამხედროების ყოფნა. მისივე განცხადებით, რუსეთი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება.

„უკრინელებმა იციან, რომ ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ. სანქციები კი სწორი საშუალებაა, რომ რუსეთს ვუთხრათ, რას აკეთებენ ისინი ჩვენთვის მიუღებელს", - განაცხადა კამერონმა.

კომენტარები