უკრაინის კრიზისი

უკრაინის მოვლენების ფონზე, რუსეთი სამხედრო დოქტრინას გადახედავს

Getty Images

2014 წლის ბოლოსთვის დაზუსტდება რუსეთის სამხედრო დოქტრინა. РИА Новости-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის შემცვლელმა მიხაილ პოპოვმა განაცხადა, რომ დოქტრინის გადახედვა გამოიწვია უკრაინის გარშემო შექმნილმა ვითარებამ და NATO-ს ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვართან მოახლოებამ.

პოპოვის თქმით, NATO-ს გაფართოება კვლავ რჩება რუსეთის ფედერაციის სამხედრო საფრთხედ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა ახალ დავალებებს მიიღებს შავი ზღვის ფლოტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, პოპოვმა განაცხადა, რომ ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა და მის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განხილული იქნება, როგორც სამხედრო აგრესია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

კომენტარები