ნედლეული

S&P-მა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის რეიტინგი B+-მდე გაზარდა

გარდაბნის თბოელექტროსადგური
საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაცია

სარეიტინგო სააგენტომ Standard&Poor's საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის რეიტინგი გააუმჯობესა და B-დან B+-მდე აწია. 

მოლოდინები სტაბილურია - წერია სარეიტინგო სააგენტოს ანგარიშში. რეიტინგის ამაღლების ძირითადი ფაქტორი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ ოპერაციებიდან მიღებული ფულადი ნაკადების შემოდინება გახდა. გარდა ამისა, სააგენტო კომპანიის პროფილს აფასებს როგორც დაბალრისკიანს და ვალდებულებების წინააღმდეგ სათანადოდ დაცულს. 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის მაისში კორპორაციამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა 250 მლნ. აშშ დოლარის ევროობლიგაციები 6.875%-ში. მოზიდული სახსრები მიმართულ იქნა გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობის დასაფინანსებლად, რომლის ექსპლუატაციაში გაშვებაც 2015 წლის ბოლომდე იგეგმება.

კომენტარები