ომი უკრაინაში

სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების წინააღმდეგია

სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უაზრო და კონტრპროდუქტიულია. ფიცო ევროკავშირს დაემუქრა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს სლოვაკეთი ვეტოს დაადებს.

”სანამ არ გვეცოდინება მიმდინარე სანქციების შედეგები, მანამდე ახალი სანქციების ძალაში შესვლა აზრს მოკლებულია” - განაცხადა სლოვაკეთის ლიდერმა.

სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების წინააღმდეგი ადრეც იყო. ფიცოს განცხადებით ის ვეტოს დაადებს სანქციებს, რომელიც მისი ქვეყნის ინტერესებს დააზარალებს.

კომენტარები