ევრაზიული კავშირი

ნაზარბაევი: ყაზახეთს ევრაზიული კავშირიდან გასვლა შეუძლია

asianews.it

ყაზახეთს ევრაზიული კავშირიდან გასვლა შეუძლია, - ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ყაზახური ტელეკომპანია ხაბარისთვის მიცემუილ ინტერვიუში განაცხადა.

„თუ წესები, რომელიც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, არ შესრულდება, ყახაზეთს უფლება აქვს ევრაზიული ეკონომიკურ კავშირზე უარი თქვას. ადრეც მითქვამს ამის შესახებ და ახლაც ვიმეორებ, რომ ჩვენ არ ვიქნებით იმ ორგანიზაციების ნაწილი, რომლებიც ჩვენს დამოუკიდებლობას ემუქრებიან. დამოუკიდებლობა ჩვენი ყველაზე დიდი განძია, რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ. ჩვენ მას არავის დავუთმობთ და მის დასაცავად ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

ამავე დროს, ნაზარბაევმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ყაზახეთი ევრაზიულ კავშირში დისკრიმინირებულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდება, რადგან გაერთიანებაში გადაწყვეტილებები კონსენსუსის წესით მიიღება.

29 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ყაზახეთთან ურთიერთობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ყაზახეთს სახელმწიფო არასოდეს ჰქონია".

კომენტარები