ევრაზიული კავშირი

გრიბაუსკაიტე: საქართველოს ახალ მთავრობას ევროპაც უნდა და ევრაზიაც

Today's Zaman
todayszaman.com

ინგლისურენოვანი თურქული გამოცემა Today's Zaman-ი ლიტვის პრეზიდენტის მოსაზრებებს აქვეყნებს. დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა, რომ ევროკავშირი იბრძოლებს უკრაინისა და მოლდოვისთვის, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს, ახალი მთავრობა ორივე არჩევანით არის დაინტერესებული - ევროკავშირით და ევრაზიული კავშირით.

„ეჭვაგერშეა,გრიბაუსკაიტე საქართველოს პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ევრაზიული კავშირის შესახებ გაკეთებული კომენტარიდან გამომდინარე საუბრობდა, მართალია, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დაადასტურა, რომ ევროინტეგრაცია მათი პრიორიტეტია, ივანიშვილი ევრაზიულ კავშირსაც განიხილავს," - ნათქვამია Today's Zaman-ის ავტორის ამანდა პოლის სტატიაში "ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ“.

სტატიაში, ავტორი აღნიშნავს რომ მას შემდეგ რაც რუსეთმა მოახერხა სომხეთი დაეყოლიენებინა ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე უარი ეთქვა და ევრაზიულ კავშირში შესულიყო, ახლა მოსკოვის მიზანია იგივე სცენარი უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შემთხვევაშიც განახორციელოს.

"საქართველო შეიძლება კიდევ უფრო შორსაა და რთულ სამეზობლოშია, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. მართალია ყველაფერი იდეალურად არ არის, მაგრამ საქართველომ ძლიერად იმუშავა რომ ევროკავშირის კრიტერიუმები დაეკმაყოფილებინა. გარდა ამისა, საქართველო ახლა ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, სადაც ევროკავშირს რეალური გავლენა აქვს. სომხეთი დაკარგულია, აზერბაიჯანზე ბერკეტები კი თითქმის არ არსებობს. რუსეთს უკვე არაერთხელ გამოუყენებია სხვადასხვა ხერხი საქართველოს შემთხვევაში. ისინი შეიჭრენ ქვეყანაში, ორი რეგიონის ოკუპაცია მოახდინეს, შეუწყვიტეს გაზის მიწოდება და აკრძალეს ქართული ღვინის და წყლის იმპორტი. იმ დროს, როდესაც ქართველებს მოსკოვთან კარგი ურთიერთობა სურთ, ეს უნდა იყოს ორმხრივ პატივისცემაზე დაფუძნებული კავშირი. მეეჭვება, ქართველებმა დაივიწყონ რამდენიმე წლის წინ თბილისში მოსიარულე რუსული ტანკები. მიუხედავად ამისა, მოსკოვს კიდევ აქვს ბერკეტები და სავარაუდოდ, შეეცდება ევრაზიულ კავშირში თბილისის სტაფილოთი შეტყუებას," - წერს ამანდა პოლი.

 

 

კომენტარები