ევრაზიული კავშირი

ყირგიზეთს ევრაზიულ კავშირში გასაერთიანებლად რუსეთი 1.2 მილიარდს გამოუყოფს

რუსეთისა და ყირგიზეთის დროშები
ყირგიზეთის ეკონომიკის მინისტრმა, თემურ სარიევმა, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი მის ქვეყანას 1.2 მილიარდ ამერიკულ დოლარს გამოუყოფს დახმარების სახით. 
 
დახმარება ყირგიზეთს ევრაზიულ კავშირში გაერთიანებისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების გასაწევად გადაეცემა. 
 
1.2 მილიარდი დოლარიდან, 1 მილიარდი გრძელვადიანი სესხის, 200 მილიონი ამერიკული დოლარი კი რუსეთისგან გრანტის სახით იქნება გამოყოფილი. 
 
ევრაზიულ კავშირში გაერთიანებისაკენ მიმავალ სტრატეგიაზე ხელი 29 მაისს ასტანაში მოეწერა, სადაც ყირგიზეთს პრეზიდენტი, ალმაზბეკ ატამბაევი, რუსეთს კი ვლადიმერ პუტინი წარმოადგენდნენ. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, და ყაზახეთის მმართველმა, ნურსულთან ნაზარბაევმაც. 

კომენტარები