ჰეიგელის ვიზიტი საქართველოში

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი საქართველოს ეწვევა

ამერიკის ხმა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი საქართველოს ეწვევა.

აშშ-ისა და NATO-ს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ქმედუნარიან პარტნიორს საქართველოს,  ჰეიგელი სექტემბრის პირველ კვირაში ესტუმრება - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

”ჰეიგელს სურს მადლობა გადაუხადოს ქართველ ხალხს გასული ათწლეულის მანძილზე ერაყისა და ავღანეთის მისიებში შეტანილი წვლილისა და გაღებული მსხვერპლისათვის.

საქართველო იზიარებს აშშ-ის შეშფოთებას უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით და მინისტრის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემაც სწორედ უკრაინა იქნება”- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები