საზოგადოებრივი აზრის კვლევა

რაფაელ გლუქსმანი: საქართველოს შიდა პოლიტიკა პუტინისტურ ელფერს იძენს, არა?

საქართველოს პრემიერმინისტრის ღარიბაშვილის თქმით დემოკრატიის მხარდამჭერი ამერიკული ორგანიზაცია NDI (მას შემდეგ რაც ამ ორგანიზაციამ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ცხადად ჩანს მოსახლეობის მზარდი უკმაყოფილება მისი მთავრობით) ერთიანი ნაციონალური მოძრაობასთან ასოცირდება და აქედან გამომდინარე მათ მიერ ჩატარებული კვლევები უგულებელყოფილი უნდა იყოს. 

რომ შევაჯამოთ: 

- Washington Post-ს ფულს გიგა ბოკერია და ენმ უხდიან, Wall Street Journal-საც მათ შორის. ცხადია, ასავალ-დასავალი - ბიძინა ივანიშვილის საყვარელი ყვითელი ნაცისტური გაზეთი ჟურნალისტური სტანდარტების ეტალონია და ბევრად უფრო ობიექტურად აშუქებს მოვლენებს. 

- კარლ ბილდტი, სიკორსკი და სხვა ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები, რომელნი საქართველოში დემოკრატიასთან ასოცირებულ პრობლემებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ, უბრალოდ მიშას მეგობრები არიან (ლავროვი არ არის მიშას მეგობარი, ამიტომ მისი ნათქვამს უფრო დაეჯერება) 

- ოპოზიცია გამანადგურებელი ქმედებებისთვის ემზადება და ამაში მათ მავნებლური არასამთავრობოები ეხმარებიან 

- NDI ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქვედანაყოფია 

მგონი ცხადი სურათი იქმნება და ეს სურათი ძალიან პოსტ-საბჭოთა ან სულაც პუტინისტურ ელფერს იღებს, არა? 

წერს რაფაელ გლუქსმანი საკუთარ Facebook გვერდზე.

კომენტარები