ბენდუქიძე: ვიზების ვადის შემცირება და მხოლოდ საკონსულოებში გაცემა მავნებლობაა

ვიზების გაცემა მხოლოდ საკონსულოებში მავნებლობაა. და სერიოზული. მაგალითად, ჰონკონგი მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ცენტრია - ნიუ-იორკისა და ლონდონის შემდეგ. ადრე ჰონკონგის მაცხოვრებელი ვიზას საქართველოს საზღვარზე აიღებდა. დღეს იგი უნდა ჰონკონგიდან ჩავიდეს პეკინში, შეიტანოს საბუთები ჩვენს საკონსულოში, დაბრუნდეს უკან ჰონკონგში, მერე ისევ ჩავიდეს პეკინში, აიღოს პასპორტი ვიზით და ჩამოვიდეს საქართველოში. ან შეღავათის სახით, პასპორტი პეკინში ფოსტით გაგზავნოს და ალბათ ერთ-ორ თვეში მიიღოს ვიზა. იგივე ეხება ჩინელებს, ჩილელებს, და მრავალ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს.  ვიზის ვადის შემცირება - ეს კიდევ უფრო დიდი მავნებლობაა. ამას ახსნაც არ სჭირდება, რომ ჩვენთვის არანაირი ხეირი არაა, დანაკარგი კი მნიშვნელოვანია. რას ვიგებთ იმით, რომ გერმანელს ან ფრანგს არ შეეძლება 90 დღეზე მეტი ყოფნა საქართველოში? ს ი ს უ ლ ე ლ ე!!!

ამის შესახებ კახა ბენდუქიძემ საკუთარ Facebook გვერდზე, საქართველოს მიერ 24 ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების თემაზე განაცხადა.

კომენტარები