უკრაინის კრიზისი

პოროშენკო: ახლა მინსკში ევროპისა და მსოფლიოს ბედი წყდება

პეტრო პოროშენკო და ვლდიმერ პუტინი
კრისტოფ ენა / AP

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მინსკში თქვა, რომ ერთადერთი ეფექტური მეთოდი სისხლისღვრის დასასრულებლად აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთთან საზღვრის ეფექტური კონტროლი იქნება. ეს განცხადება მან მინსკში, საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში გააკეთა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც იმყოფება.

„ეჭვგარეშეა, რომ დღეს მინსკში ევროპისა და მსოფლიოს ბედი წყდება. ასე ვხედავ მე ამ შეხვედრის მნიშვნელობას. ჩვენ ერთად უნდა ვიპოვოთ ერთადერთი სწორი გამოსავალი, რომელზეც, არც მეტი, არც ნაკლები, კონსტინენტზე მშვიდობის დამყარებაა დამოკიდებული“ - ამბობს პოროშენკო.

თავის მხრივ, პუტინმა მოუწოდა პოროშენკოს ნუ მოახდენს სეპარატისტების წინააღმდეგ თავდასხმების ესკალაციას და დაიმუქრა ეკონომიკური შურისძიებით ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებისთვის. პოროშენკომ საპასუხოდ მოითხოვა, რომ რუსეთმა შეწყვიტოს იარაღის მიწოდება სეპარატისტებისთვის.

მოლაპარაკება მინსკში ევროკავშირისა და საბაჟო კავშირის შეხვედრის ფორმატში მიმდინარეობს, მასში პუტინსა და პოროშენკოს გარდა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ბელარუსის და ყაზახეთის პრეზიდენტები მონაწილეობენ.

 

კომენტარები