ფარმაცევტული ბაზარი

სერგეენკო: რეცეპტების სისტემაზე ეტაპობრივი გადასვლა წარმატებით მიმდინარეობს

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, "რეცეპტების სისტემაზე ეტაპობრივი გადასვლა წარმატებით მიმდინარეობს". როგორც სერგეენკომ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს  უთხრა, ამ კუთხით რაიმე განსაკუთრებულ სირთულეს არც 1-ლი სექტემბრიდან ელოდებიან. 

"რაიმე განსაკუთრებულ სირთულეს არ ველოდებით. ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომია, როგორც მოსახლეობისთვის, ისე სამედიცინო საზოგადოებისთვის. ჩვენ ყოველდღე გვაქვს შეხვედრები, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში და ვარწმუნებთ ყველას, რომ ეს ცვლილებები მოსახლეობას დამატებით ბარიერებს არ შეუქმნის", - განმარტა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა.

1-ლი სექტემბრიდან, II ჯგუფის მედიკამენტები რეცეპტით გაიცემა. 

კომენტარები