NDI-ის კვლევა

NDI: 24% ფიქრობს, რომ ენმ მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 24% სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმება შეხედულებას, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, განახორციელებდა მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს. გამოკითხულთა 14% კი, ანალოგიურს არასაპარლამენტო ოპოზიციაზე ფიქრობს.

ამასთან, შეხედულებას, "რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით, რომ არსებული ხელისუფლება ახორციელებს თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს?", კვლევაში მონაწილეთა 8% სრულად ეთანხმება, 44% ნაწილობრივ, 18% ნაწილობრივ არ ეთანხმება, ხოლო 18% საერთოდ არ ეთანხმება.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის აპრილში 55% ეთანხმებოდა ნაწილობრივ ან სრულად, რომ ხელისუფლება ახორციელებდა მნიშვნელოვან ცვლილებებს, ხოლო ნოემბერში ეს მაჩვენებელი 73% იყო.

კომენტარები