NDI-ის კვლევა

NDI: 36%-ის აზრით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სამუშაო ადგილები შემცირდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 36% მიიჩნევს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში სამუშაო ადგილების რაოდენობა შემცირდა. 56% ფიქრობს, რომ სამუშაო ადგილების რაოდენობა იგივე დარჩა, ხოლო 3%-ის აზრით, გაიზარდა.

2014 წლის აპრილში, კვლევაში მონაწილეთა 43% ფიქრობდა, რომ სამუშაო ადგილები შემცირდა, ხოლო 2013 წლის ნოემბერში - 22%. 

ამასთან, NDI-ის აგვისტოში გამოკითხულთა 32% თვლის საკუთარ თავს დასაქმებულად, ხოლო 68% - არა. აპრილში 33% მიიჩნევდა თავს დასაქმებულად, ნოემბერში კი, 31%.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 2014 წლის 23 ივლისი-7 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულია 3338 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარია +-2.9%.

კომენტარები