უკრაინის კრიზისი

მერკელმა კიევში ვიზიტისას რუსეთსა და უკრაინას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა

პეტრო პოროშენკო და ანგელა მერკელი ბრუსელში
REUTERS

გერმანიის კანცლერი რუსეთ-უკრაინის კრიზისის დაწყების შემდეგ უკრაინას ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვია და პრეზიდენტ პოროშენკოს შეხვდა. 

მერკელმა რუსეთსა და უკრაინას ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტისაკენ  და სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდა. პოროშენკომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ომში უკრაინა ნებაყოფლობით არ ჩართულა, ის აიძულეს თავი დაეცვა. 

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უნდა იყოს ორმხრივი შეთანხმება, სხვა შემთხვევაში მშვიდობის დამყარება შეუძლებელი იქნება - თქვა მერკელმა. 

გერმანია არ გამორიცხავს რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას, თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, თუმცა მნიშვნელოვანია, ხელი შეეწყოს მინსკის მოლაპარაკებებს - ამბობს კანცლერი. 

რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობას დიპლომატიის გზით უნდა მიაღწიონ - ასე მიაჩნია ანგელა მერკელს, თუმცა ის ხაზს უსვამს რომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აბსოლუტურად მხარს უჭერს. 

აღსანიშნავია, რომ Reuters-ის ინფორმაციით ჰუმანიტარული კოლონის 260 მანქანა უკვე რუსეთში დაბრუნდა. 

გაეროს მონაცემებით, მას შემდეგ რაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დაიწყო დაღუპულია 2 000 ადამიანი. 

კომენტარები