სასამართლო

ბრალდების მხარე ჯანაშიასთვის გირაოს სახით 100 000 ლარის შეფარდებას მოითხოვს

ShutterStock

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიასთვის ბრალდების მხარე გირაოს სახით 100 000 ლარის შეფარდებას მოითხოვს. სასამართლომ შუამდგომლობის განხილვა 18:00 საათზე დაიწყო და გადაწყვეტილება პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. 

დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ჯანაშია აღმკვეთი ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს, რადგან მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. 

თავად თემურ ჯანაშია თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მისივე თქმით, თუ გირაოს სახით 100 000 ლარი შეეფარდება, საჭირო გახდება მისი და მისი ახლობლების ქონებისათვის ყადაღის მოხსნა, რათა მან შეძლოს ამ თანხის მობილიზება. 

თემურ ჯანაშიას ბრალად 8 მილიონი ლარის ოდენობით სახელმწიფო თანხების გაფლანგვა ედება. 

კომენტარები