სასჯელაღსრულების დაწესებულება

სასჯელაღსრულების სამინისტრო: რუსთავის ციხეში ღამის განმავლობაში სიმშვიდე იყო

http://www.mcla.gov.ge/

სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, რუსთავის მე-6 დაწესებულებაში მთელი ღამის განმავლობაში სიმშვიდე იყო. სამინისტროს განმარტებით, პატიმრების ახლობლებში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს რუსთავის ციხეში პატიმრები ბუნტს აპირებდნენ, რის გამოც ისინი საპყრობილესთან შეიკრიბნენ. უწყება აღნიშნავს, რომ საპატრულო პოლიცია ციხის ადმინისტრაციამ სწორედ ხალხის დიდი რაოდენობის გამო, წესრიგის დასაცავად გამოიძახა. სამინისტრო ხაზგასმით აცხადებს, რომ ციხეში არანაირი დაძაბულობა ან არეულობის მცდელობა ყოფილა და არც სპეცრაზმი მიუყვანიათ.

ცნობისთვის, ინფორმაცია, რომ რუსთავის N6 დაწესებულებაში პატიმრების ბუნტი მზადდებოდა და სპეცრაზმი შეიყვანეს, გუშინ, გვიან ღამით გავრცელდა. აღნიშნული არ დადასტურდა. საპყრობილესთან ტაბულას გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა.

კომენტარები