საქართველო-გერმანიის ურთიერთობა

მთავრობა: უელსის სამიტზე საუბრისას, მერკელმა საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა

საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ტელეფონით ისაუბრეს და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. საქართველოს მთავრობის ცნობით, "საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო NATO-ს უელსის სამიტი. ანგელა მერკელმა საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა".

ამასთან, გერმანიის კანცლერმა ირაკლი ღარიბაშვილს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ საქართველოს სავარაუდოდ ოფიციალური ვიზიტით 2015 წლის გაზაფხულზე ეწვევა.

"საქართველოს პრემიერმინისტრმა გერმანიის კანცლერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა", - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახური.

კომენტარები