ღაზის სექტორი

მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, ღაზის სექტორში ორმხრივი ცეცხლი განახლდა

ისრაელი ღაზის სექტორს ბომბავს
JACK GUEZ / AFP

ისრაელსა და ჰამასს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკება, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში კაიროში მიმდინარეობდა, ჩაიშალა. ისრაელმა საკუთარი დელეგაცია უკან გაიწვია მას შემდეგ, რაც ჰამასმა ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის დაბომბვა განაახლა. საპასუხოდ ისრაელის ავიაციამ რამდენიმე საპასუხო დარტყმა განახორციელა.

ისრაელი ეგვიპტის მიერ მომზადებულ სამშვიდობო გეგმაზე თანახმა იყო, რომელიც ცეცხლის ორმხრივ შეწყვეტას და ღაზას სექტორის ბლოკადის ეტაპობრივად მოხსნას გულისხმობდა. ერთ-ერთი ავიადარტყმის შედეგად, ჰამასის სამხედრო დაჯგუფების მეთაურის, მოჰამედ დეიფის მეუღლე და ქალიშვილი დაიღუპნენ. რა ბედი ეწია თავად მეთაურს, უცნობია. ისრაელი მას ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ტერორისტად მიიჩნევს. 

კომენტარები