საქართველოს მოქალაქეობა

პრეზიდენტმა კახა თარგამაძეს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრა

საქართველოს პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს კახა თარგამაძეს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
 
"დიდი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საჭიროდ მიიჩნევს საზოგადოებას აცნობოს, რომ კახა თარგამაძეს უარი ეთქვა საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებაზე. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მოაწერა ხელი", - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
 
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კახა თარგამაძემ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის აღდგენა 20 ივლისს მოითხოვა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, მის განაცხადზე იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა დადებითი დასკვნა ერთ დღეში გასცეს, რასაც შსს უარყოფს.

კომენტარები