დანაშაულის სტატისტიკა

შსს: 2014 წლის ივლისში, წინა წელთან შედარებით, ქურდობა 19%-ით შემცირდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით, 2014 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქურდობის ფაქტები 19.01%-ით (177 შემთხვევა) შემცირდა. ასევე 40%-ით (10 შემთხვევა) შემცირდა ყაჩაღობა. რაც შეეხება ძარცვას, აღნიშნული დანაშაულის 48 შემთხვევა დაფიქსირდა ორივე წლის ივლისის თვეში.

შსს-ს სტატისტიკით, შემცირებულია თაღლითობის და გამოძალვის შემთხვევებიც, ჯამურად, დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, 16.45%-ით (201 შემთხვევა). კერძოდ, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული წლის ივნისში აღნიშნული დანაშაულის 1222 ფაქტი დააფიქსირა, წელს, უწყების ინფორმაციით, საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულის 1021 ფაქტი დაფიქსირდა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, 53.78%-ით (349 ერთეული შემთხვევა) შემცირდა ნარკოტიკული დანაშაული. 

კომენტარები