თბილისის მერი

დავით ნარმანია დღეს მოსახლეობას შეხვდება

თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს მოსახლეობას შეხვდება. დედაქალაქის მერთან შეხვედრის მსურველები მერიის შენობასთან დილიდან იმყოფებიან. შეხვედრა 14:00-ზე დაიწყება.

ინტერპრესნიუსის ცნობით, მერიის წინ შეკრებილები აცხადებენ, რომ სიები აირია და მერთან შეხვედრის მსურველები ნარმანიასთან შესახვედრად შენობაში ვერ შედიან. 

ამასთან, თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დავით ნარმანია მოსახლეობას ყოველ ორშაბათს შეხვდება.

კომენტარები