ვანო მერაბიშვილის საქმე

სააპელაციო სასამართლო მერაბიშვილის საქმეზე განაჩენს 15:00-ზე გამოაცხადებს

26 მაისის საქმეზე, დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლო ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის განაჩენს გამოაცხადებს. მოსამართლის გადაწყვეტილება 15:00-ზე გახდება ცნობილი.

ვანო მერაბიშვილს 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე, ბრალი სისხლის სასამართლის კოდექსის 333-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. 

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს პირველმა ინსტანციამ ოთხი წლით და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი დაცვის მხარემ გაასაჩივრა.

კომენტარები